„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტივენ კარი საზარდულის ტრავმის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო, აღდგენას აგრძელებს.
როგორც The Athletic წერს, გამთამაშებელი მოედანზე გასვლას კიდევ მინიმუმ ხუთი მატჩი ვერ მოახერხებს. მორიგი სამედიცინო შემოწმება 10 დღის შემდეგ არის დანიშნული.
კარიმ ტრავმა 9 ნოემბერს, „მილუოკისთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში მიიღო.
გამთამაშებელი ამ სეზონში საშუალოდ 29.5 ქულას, 6.1 შედეგიან გადაცემასა და 5.0 მოხსნას აგროვებს.