„გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი აპირებს სოლიდური თანხა შესწიროს ჰოვარდის უნივერსიტეტს, რათა იქ გოლფის გუნდი ჩამოყალიბდეს, – წერს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“.
წყაროს ცნობით, კარი სრულად დააფინანსებს უნივერსიტეტის გუნდების შექმნას როგორც კაცებში, ასევე ქალებს შორის. ცნობილია, რომ ჰოვარდის უნივერსიტეტი ისტორიულად შავკანიანთა საზოგადოებას ეკუთვნის.
„არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხართ და როგორია თქვენი სოციალური მდგომარეობა. ჩვენ ყველანი ვიყავით ბავშვები, რომლებსაც გზის გაკვალვა სპორტის მეშვეობით გვინდოდა“, – თქვა კარიმ.
თანხის ზუსტი ოდენობა არ სახელდება, მაგრამ ლაპარაკია შვიდნიშნა რიცხვზე.