სტეფ კარი დაბრუნდა - 23 ქულა „ტორონტოსთან“ წაგებულ მატჩში (ვიდეო)

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სათამაშო მოედანს სტეფ კარი დაუბრუნდა. მისმა „გოლდენ სტეიტმა“ კი საკუთარ „ჩეის ცენტრში“ „ტორონტოს“ უმასპინძლა და მეტოქესთან 8 ქულის სხვაობით, ანგარიშით 113:121 დამარცხდა.

სტეფ კარიმ მოედანზე 27,14 წუთი გაატარა. „ვორიორზის“ გამთამაშებელმა 23 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 7 გადაცემა დააგროვა. 21 ქულითა და 10 მოხსნით, ორმაგი დუბლი გაიფორმა ენდრიუ ვიგინსმა.

მოქმედი ჩემპიონის რიგებში 37 ქულა მიითვალა ნორმან პაუელმა. 26 ქულითა და 10 გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ ლაურიმ. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა სერჟ იბაკას (13 ქულა 13 მოხსნა).

შარლოტი-დენვერი 112:114

ჰიუსტონი-კლიპერსი 105:120

საკრამენტო-ფილადელფია 108:125