„გოლდენ სტეიტისთვის“ 2019-20 წლების სეზონი დიდი ხანია დასრულებულია. „ვორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში 12 მოგებითა და 46 მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფება. სეზონის დაწყებამდე გუნდი დატოვა კევინ დურანტმა. მთელი სეზონის მანძილზე „გოლდენ სტეიტს“ ვერ ეხმარება კლეი ტომპსონი, რომელიც მუხლის მძიმე ტრავმას დღემდე მკურნალობს.
ტრავმა ჰქონდა სტივ კერის გუნდის ერთერთ ლიდერ სტეფ კარისაც. „ვორიორზის“ გამთამშებელმა მაჯა მოიტეხა და იყო ვარაუდი, რომ კარი მიმდინარე სეზონზე „გოლდენ სტეიტს“ ვეღარ დაეხმარება. თუმცა როგორც ჩანს სტეფი რეგულარულის დარჩენილ ნაწილში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ სტეფ კარი მოედანს 2 მარტს „ვაშინგტონთან“ გასამრთ მატჩში დაუბრუნდება.