“გოლდენ სტეიტ ვორიორზს” გუნდის ერთერთი ლიდერი, სტეფ კარი უბრუნდება.
ოკლენდელთა გამთამაშებელმა სრულად მოიშუშა მუხლის ტრავმა და ამერიკული მედიის ინფორმაციით ხვალ პლეი-ოფის მეორე რაუნდის მეორე შეხვედრაში “ნიუ ორლეანის” წინააღმდეგ მოედანზე გამოვა.
კარის გარეშე მოქმედმა ჩემპიონმა პლეი ოფის პირველ ეტაპზე “სან ანტონიო” სპურსი გამოთიშა ასპარეზობიდან (4-1). “პელიკანსის” წინააღმდეგ სტივ კერის გუნდმა სერიის პირველი მატჩი დამაჯერებელი ანგარიშით 123-101 მოუგო.