სტაუდმაიერი დაბრუნებაზე ფიქრობს
სტაუდმაიერი დაბრუნებაზე ფიქრობს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილ ვარსკვლავს, ამარე სტაუდმაიერს NBA-ში დაბრუნება სურს.

ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში 35 წლის კალათბურთელმა განაცხადა, რომ კარიერის გასანახლებლად ვარჯიშობდა და ფორმას ინარჩუნებდა. სტაუდმაიერმა NBA-ში გამოსვლა 2016 წელს დაასრულა. მან ერთი სეზონი ისრაელში გაატარა, სადაც იერუსალიმის “ჰაპოელთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც, 2017 წლის სექტემბერში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ამარემ NBA-ში 14 სეზონი გაატარა. მან “ფინიქსის”, “ნიუ იორკის”, “დალასისა” და “მაიამის” შემადგენლობაში 924 მატჩი აქვს ჩატარებული.