მილანის „ინტერის“ ყოფილი ნახევარმცველი – დეიან სტანკოვიჩი, იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სკუდეტოსთის ბრძოლაში „იუვენტუსი“ უკონკურენტოა.
„ინტერი“ კარგი გუნდია, წელს სეზონი კარგად დაწყო. სკუდეტო? რეალისტი ვარ და „იუვენტუსთან” ყველა გუნდი უშანსოდაა. ტურინელები თითქოს სხვა ჩემპიონატში თამაშობენ, ხოლო დანარჩენები მხოლოდ მეორე ადგილისთვის იბრძვიან“ – განაცხადა სტანკოვიჩმა Sky Sport-თან საუბარში.
ვეტერან სერბ ნახევარმცველს – დეიან სტანკოვიჩს, იტალიის სერია A-ში 15 სეზონია აქვს გატარებული. სხვადასხვა დროს იგი „ლაიცოსა“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა და დღემდე სწორედ მილანური კლუბის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ რვა ტურის შემდეგ სერია A-ში „იუვენტუსი“ 24 ქულით პირველ ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზეც, ორ თამაშში, ექვსი ქულა აქვს აღებული.