სრული შემადგენლობით - ნაკრების ყველა ფეხბურთელი თბილისშია
სრული შემადგენლობით - ნაკრების ყველა ფეხბურთელი თბილისშია

დღეს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველი ივარჯიშა. ერთა ლიგის მატჩებისთვის 8 ოქტომბერს მხოლოდ 15 ფეხბურთელი ვარჯიშობდა, დღეს კი 24-ვე გამოძახებული საერთო ჯგუფში დაიტვირთა.

სავარჯიშო პროცესი ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ამ დროისთვის, ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს კი რიგაში, ლატვიას ესტუმრება.