Squawka - XXI საუკუნის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში საუკეთესო მესია, რონალდუ ათეულშიც არაა
Squawka - XXI საუკუნის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში საუკეთესო მესია, რონალდუ ათეულშიც არაა

პორტალმა Squawka XXI საუკუნეში ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი აღიარა.

შედეგების ანალიზისას გაითვალისწინეს, თუ რა წვლილი შეიტანა ამა თუ იმ ფეხბურთელმა შედეგის მიღწევაში, მოედანზე მისი პროდუქტიულობა და გუნდის თამაშზე მისი გავლენა. სიაში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც ფინალური მატჩის შემდეგ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღეს. 2011 წლის 28 მაისს „უებლიზე“ გამართულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ შედეგზე მისი თამაშის გავლენა ბევრად დიდი იყო.

Squawka-ს მიხედვით XXI საუკუნეში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ისტორიის საუკეთესო 10 საუკეთესო მოთამაშის სია ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”).2010/2011- ფინალი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (3:1)

2. ზინედინ ზიდანი (რეალი მადრიდი). 2001/2002 ფინალი „ბაიერთან“ (2:1)

3. ხავი (“ბარსელონა”). 2008/2009 ფინალი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (2:0)

4. სტივენ ჯერარდი (ლივერპული). 2004/2005 ფინალი “მილანთან” (3:3, პენალტების სერია 3:2).

5. ოლივერ კანი (ბაიერნი).2000/2001 „ვალენსიასთან” (1:1, პენალტების სერია 5:4).

6. დიდიე დროგბა (ჩელსი). 2011/2012 ფინალი „ბაიერნთან“ (1:1, პენალტების სერია 4:3).

7. არიენ რობენი (ბაიერნი). 2012/2013 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „დორტმუნდთან“ (2:1).

8. ანხელ დი მარია (რეალი).2013/14 ფინალი „ატლეტიკოსთან“ (4:1).

9. გარეთ ბეილი (რეალი). ჩემპიონთა ლიგის ფინალური სეზონი 2017/2018 „ლივერპულთან“ (3:1)

10. დიეგო მილიტო (“ინტერი”).2009/2010 ფინალი „ბაიერნთან“ (2:0).

საინტერესოა, რომ ათეულშიც ვერ მოხვდა მადრიდის „რეალის“ ყოფილი და ამჟამად „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო – პორტუგალიელი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის ფინალში „იუვენტუსთან“ (4:1) ნაჩვენები შედეგებით მხოლოდ მე -11 ადგილზე გავიდა.