„სქაი სპორტსი“ - კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ არ უვარჯიშია და შესაძლოა, „სალერნიტანასთან“ არ ითამაშოს #1TVSPORT
Sky Sports-ის ცნობით, „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ დილით არ უვარჯიშია და შესაძლოა, „სალერნიტანასთან“ არ ითამაშოს.
ქართველმა ფეხბურთელმა გაციების გამო გამოტოვა ნეაპოლიტანური კლუბის დილის ვარჯიში და გადაწყვიტა სახლში დარჩენა სამკურნალოდ. Sky Sports-ის მტკიცებით, გუნდის მომდევნო მატჩში მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
სერია A-ს მე-19 ტურის „სალერნიტანა“-„ნაპოლის“ შეხვედრა 21 იანვარს (თბილისის დროით 21:00 საათზე) არის დაგეგმილი.
თუმცა, შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ჯანმრთელადაა, ინფორმაცია მისი ტრავმის შესახებ ჭორია და „სალერნიტანასთან“ ითამაშებს.