„სქაი სპორტ ავსტრია“ - „შტურმს“ კიტეიშვილის გაყიდვა რამდენჯერმე სურდა, მაგრამ სულ ტრავმებს იღებდა #1TVSPORT
„სქაი სპორტ ავსტრია“ - „შტურმს“ კიტეიშვილის გაყიდვა რამდენჯერმე სურდა, მაგრამ სულ ტრავმებს იღებდა #1TVSPORT

ევროპის ლიგაზე რომის „ლაციოსა“ და გრაცის „შტურმის“ მატჩის შემდეგ საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი, რომელიც „სქაი სპორტ ავსტრიას“ კორესპონდენტმა მარკო სტანკოვიჩმა გაამხილა.

„გრაცის „შტურმს“ რამდენჯერმე სურდა კიტეიშვილის გაყიდვა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მოლაპარაკება გაყიდვამდე მიდიოდა, სულ ტრავმებს იღებდა. „ლაციოსთან“ ის შემადგენლობაში დაბრუნდა. სამშობლოში მას ქართველ მესის ეძახიან. გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ“, – ამბობს „სქაი სპორტ ავსტრიას“ კორესპონდენტი.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და რომში „ლაციოს“ წინააღმდეგ ევროპის ლიგის მატჩში ითამაშა.

საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ შეხვედრაში თავი რამდენიმე ეპიზოდში გამოიჩინა და 58-ე წუთზე შეცვალეს, მატჩი კი 2:2 დასრულდა.