spox.com - ქვილითაია ავსტრიიდან რუსეთში გადავა
spox.com - ქვილითაია ავსტრიიდან რუსეთში გადავა

გიორგი ქვილითაია ვენის „რაპიდს“ დატოვებს, რადგან გუნდმა მის პოზიციაზე თავდამსხმელი დაიმატა, ქართველით კი რუსული კლუბები დაინტერესდნენ, – ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა spox.com-ი ავრცელებს.

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის შეხვედრამდე, „რაპიდმა“ დანიური „კოპენჰაგენის“ თავდამსხმელ ანდრია პავლოვიჩთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. spox.com-ი ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ბალკანელის გამო შეელევიან.

„გიორგი ქვილითაიასთან დამშვიდობება, რომელიც მიმდინარე სეზონში დიდი შედეგიანობით არ გამოირჩეოდა, წარმოუდგენელი ჩანდა, რადგან კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს. მაგრამ მას რუსეთიდან წინადადებები აქვს და ალბათ, „რაპიდი“ თავდამსხმელს არ შეაყოვნებს“, – წერს spox.com-ი.