სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსი სპორტსმენების საჩივარი არ დააკმაყოფილა
47 რუსი ათლეტის აზრით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ისინი უსამართლოდ მოკვეთა ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან, თუმცა საარბიტრაჟო სასამართლომ მათი არგუმენტები არ გაიზიარა.
რუსეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ვიტალი მუტკო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პროგნოზირებადი, თუმცა გამაწბილებელი იყო.
ბატონი მუტკო რუსეთის სპორტის ყოფილი მინისტრია და ისიც სამუდამოდ იქნა მოკვეთილი ოლიმპიური თამეშებიდან. მისი განცხადებით, რუსეთში ალტერნატიული ტურნირი ჩატარდება იმ სპორტსმენების მონაწილეობით, რომლებიც ოლიმპიადაზე არ დაუშვეს.
‘ძალიან რთულია სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, თუ გავითვალისწინებთ, როგორი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. მოულოდნელი ის იქნებოდა, ჩვენი საჩივარი რომ დაეკმაყოფილებინათ’, – განაცხადა მუტკომ.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობას 169 რუსი სპორტსმენი მაინც მიიღებს, თუმცა დამოუკიდებელი ათლეტების სახელით და რომელიმე მათგანის გამარჯვების შემთხვევაში, არა რუსეთის, არამედ ოლიმპიური ჰიმნი შესრულდება.
ავტორი -
რამაზ ხატიაშვილი