სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ „მანჩესტერ სიტის“ დისკვალიფიკაცია გააუქმა
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა „მანჩესტერ სიტის“ აპელაცია ევროთასებიდან კლუბის ორი წლით მოკვეთის შესახებ.
ასე რომ, ინგლისური კლუბის დისკვალიფიკაცია გაუქმებულია და „სიტის“ შეეძლება მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა. გარდა ამისა, მანჩესტერელები ჯარიმის საზით 30 მილიონი ევროს ნაცვლად, 10 მილიონს გადაიხდიან.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში უეფამ ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის ორი სეზონით ჩამოაშორა „მანჩესტერ სიტი“ ევროთასებს და 30 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „მანჩესტერ სიტი“ მერვედფინალშია გასული, სადაც პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოუგო „რეალს“. განმეორებითი მატჩი 7 აგვისტოს არის დანიშნული.