სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ძალაში დატოვა რუსული კლუბებისა და ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება #1TVSPORT
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ძალაში დატოვა რუსული კლუბებისა და ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება #1TVSPORT

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უარყო ცსკა-ს, მოსკოვის „დინამოს“, „ზენიტისა“ და „სოჭის“ აპელაცია უეფა-ს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც რუსული კლუბები არ არიან დაშვებულნი 2022-23 წლების სეზონის ევროტურნირებზე.

უეფა-მ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, 2 მაისს მოკვეთა რუსული კლუბები და ნაკრები 2022-23 წლების სეზონის საერთაშორისო კალენდრიდან. კლუბები რუსეთიდან ვერ ითამაშებენ ევროტურნირებზე, ხოლო ქვეყნის ნაკრები გამოაკლდა უეფა-ს ერთა ლიგას, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, ქალთა ევრო 2022-ს, აგრეთვე ქალებს შორის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს.

სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე შეიტანეს სარჩელი ცსკა-მ, მოსკოვის „დინამომ“, „ზენიტმა“ და „სოჭმა“ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში და უარი მიიღეს.

ასევე არ დაკმაყოფილდა რუსეთის საფეხბურთო კავშირის სარჩელი რუსეთის ნაკრების საერთაშორისო ტურნირებიდან ჩამოშორების შესახებ.