სპორტულ სიარულში მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა
სპორტულ სიარულში მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა

ჩინელმა ლიუ ჰონგმა სპორტულ სიარულში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ის პირველი ქალი სპორტსმენი გახდა ამ სახეობაში, რომელმაც 50 კილომეტრი ოთხ საათზე ნაკლებ დროში (3:59:15) გაიარა.

შეჯიბრი ჩინეთის ქალაქ ჰუანგშანში გაიმართა და 31 წლის ჰონგმა 2018 წელს მისივე თანამემამულის, ლიანგ რუის მიერ დამყარებული რეკორდი (4:04:36) გააუმჯობესა.

ლიუ ჰონგს, რომელიც 2016 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია, ასევე ეკუთვნის მსოფლიოს რეკორდი 20 კილომეტრზე სიარულში.