სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სამოქმედო გეგმაზე მუშაობს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

სასტუმრო ჰოლიდეი ინში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

სხდომაზე სპორტის კომიტეტის ახალ რეგლამენტს განიხილავენ და 2019 წლის სამოქმედო გეგმას წარადგენენ. კომიტეტის თავჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ხუთშაბათს კომიტეტის წევრები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ, სადაც დღის წესრიგის თანახმად 5 სპორტული ფედერაციის საქმიანობის მოკვლევაზე და მათთვის რეკომენდაციების გაცემაზე იმსჯელებენ.