„სპორტინგში“ 18 წლის ქართველი მეკარე ჩაირიცხა - ბედნიერი ვარ, რომ პორტუგალიის უდიდეს კლუბში ვითამაშებ #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ მეკარე კარიერას პორტუგალიურ „სპორტინგში“ გააგრძელებს – ინფორმაციას პოპულარული პორტუგალიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
პაპუნა ბერუაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიაში იზრდებოდა და კარიერა ამ გუნდში დაიწყო. ის „სპორტინგში“ ზამთარში სტაჟირებაზე წავიდა, ახლა კი კლუბმა 18 წლის მეკარესთან კონტრაქტი გააფორმა.
„18 წლის ქართველი მეკარე პაპუნა ბერუაშვილი „სპორტინგის“ ახალწვეულია. საფეხბურთო კლუბ „დინამოდან“ ჩამოსული ლისაბონური კლუბის კარის დასაცავად ჩაირიცხა. მან გამაოვლინა, რომ იცნობს კლუბს, რომელსაც ახლა წარმოადგენს. მან კრიშტიანუ რონალდუს აკადემიაც მოინახულა“, – წელს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
„იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტ მატჩს ვითამაშებ და ვიქნები საუკეთესო. პორტუგალიის უდიდეს კლუბთან კონტრაქტის გაფორმების გამო თავს ძალიან კარგად და ბედნიერად ვგრძნობ. იმედია, რომ იმდენს ვითამაშებ, რამდენიც შემიძლია და რაც შეიძლება უკეთ გამოვავლენ თავს. მე ვიცი „სპორტინგის“ ისტორია, რადგან ვიყავი საკლუბო მუზეუმში და ბევრი რამ გავიგე“, – განაცხადა პაპუნამ „ლომების“ ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.
პაპუნა ბერუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, 2022 წელს პორტუს 18-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა, სადაც „სპორტინგის“ სელექციონერებმა შენიშნეს.