სპორტფოტო2018 – ფაბრიკაში სპორტული ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო [ფოტოამბავი]

19:43, 11.02.2019

პროექტი სახელწოდებით – სპორტფოტო ზედიზედ მეხუთე წელია რაც იმართება.  საიუბილეო მეხუთე გამოფენა განსხვავებული ფორმატით გაიმართა – საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, დამთვალიერებელმა წელს იმ სპორტული ფოტოგრაფების 150 ნამუშევარი იხილა, ვინც პროექტში დაარსების დღიდან მონაწილეობს. წლევანდელ პროექტში მონაწილეობა თვრამეტმა ფოტოგრაფმა მიიღო. პარალელურად, დამთვარიელებელს შესაძლებლობა ჰქონდა კიდევ რამდენიმე ავტორის ვიდეო-ინსტალაცია ეხილა.

გამოფენაზე მისული მაყურებლის წინაშე მოხდა გასული წლის სპორტული მოვლენების ამსახველი კატალოგის პრეზენტაციაც. დამთვალიერებელს პირველი არხის სპორტული ფოტოგრაფის – თამარ ყულუმბეგაშვილის ნამუშევრების ხილვის საშუალებაც ჰქონდა.

მსგავსი