ძიუდო | ზაგრების გრანპრიზე შვიდი ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს #1TVSPORT

11:24, 10.11.2026

13-15 ნოემბერს ზაგრებში ძიუდოს გრანპრი გაიმართება. ტურნირზე 68 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენია დარეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობით გამოვა. ზაგრებში მედლების მოსაპოვებლად შვიდი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

66 კგ – ლაშა ნადირაძე

73 კგ – გიორგი ლოლაძე

81 კგ – ზაურ დვალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი

90 კგ – ლუკა ჯავახიშვილი

100 კგ – თორნიკე ფოლადიშვილი

+100 კგ – საბა ინანეიშვილი

მსგავსი