„სპორტბოქსმა“ კვარაცხელია დაინდო - ხვიჩას პოტენციალი აქვს და „რუბინი“ არ გაუშვებს
„მოსკოვის ცსკა–ს ნახევარმცველმა იაკა ბიილმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ამ სეზონში არმიის გუნდში ცოტა ითამაშა. ჩვენ კიდევ ხუთ მოთამაშეს დავასახელებთ, რომელთაც შეუძლიათ ამ სიტყვებს ხელი მოაწერონ“, – წერს რუსული გამოცემა „სპორტბოქსი“, რომელმაც წერილში ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
წერილში – „უცხოეთი ვერ დაგვეხმარება. რომელი ლეგიონერი არ სჭირდება გუნდს“, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელს ხვიჩა კვარაცხელიას ხაზი ბოლომდე მაინც არ გადაუსვეს:
„ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. „ლოკომოტივიდან“ „რუბინში“ სტაბილური თამაშისთვის – სწორედ ამ ლოზუნგით მოხდა კვარაცხელიას სკანდალური გადასვლა მოსკოვური კლუბიდან ყაზანში. თუმცა, იქაც არაფერი გამოუვიდა. „რუბინში“ ხვიჩა როტაციის მოთამაშე გახდა. გუნდის მთავარ მწვრთნელად ლეონიდ სლუცკის მოსვლით, გუნდში ქართველების მდგომარეობა არ შეცვლილა. იგი ჯერ კიდევ მატჩის ნახევარს ან ოდნავ მეტს თამაშობს, მაგრამ შეუცვლელი ფეხბურთელი ნამდვილად არ ეთქმის. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. მეორე მხრივ, ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და პოტენციალი ჯერ კიდევ აქვს, ამიტომ ყაზანელები ჯერ მას არ გაუშვებენ“, – წერს გამოცემა.