“ლივერპულის” ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო არ კარგავს კატალონიაში გადაბარგების იმედს. ბრაზილიელი შეხვდა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას და განიხილა კარიერის განვითარების შესაძლო ვარიანტები.
Sport.es-ის ინფორმაციით, კოუტინიომ მიაღწია შეთანხმებას, რომ მერსისაიდელები მას “ბარსელონაში” გაყიდიან. “წითლები” ფილიპეში მინიმუმ 150 მილიონ ევროს მოითხოვენ. “ლივერპულსა” და “ბარსელონას” ჯერ არ მოულაპარაკიათ, როგორ მოხდება გადახდა – ერთბაშად თუ ეტაპობრივად. კოუტინიოს გადასვლა კატალონიაში, შესაძლოა, უკვე უახლოეს ზამთარში გაფორმდეს.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 12 მატჩში ხუთი გოლი და ოთხი საგოლე პასი დააგროვა.