„სპორტ ბიზნეს ონლაინი“ - კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ტრავმისგან განიკურნა და სავარაუდოდ, 8 მაისს რუსეთის ჩემპიონატის შეხვედრაში გუნდს დაეხმარება – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელზე ინფორმაციას „სპორტ ბიზნეს ონლაინი“ ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ აპრილში „ურალთან“ შეხვედრისას მიღებული ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში განაახლა. ქართველ ფეხბურთელს 18 აპრილს გასვლით მატჩში კუნთი გაუწყდა და არსებობდა რისკი, რომ სეზონის დანარჩენ ნაწილს გამოტოვებდა. შემდეგ შეხვედრას „რუბინი” 8 მაისს ტულაში გამართავს. არსებობს ალბათობა, რომ კვარაცხელია „არსენალთან“ ითამაშებს“, – წერია „სპორტ ბიზნეს ონლაინში“.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინში“ 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი, გააკეთა 4 საგოლე პასი და 4 პენალტი მოიპოვა. ამას გარდა, ხუთჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ოთხჯერ – თვის მოთამაშედ.