სპინაცოლას აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი და შეიძლება ერთი წელი ვერ ითამაშოს #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ სერიოზული ტრავმა მიიღო ბელგიასთან მეოთხედფინალის დროს.
„რომას“ ფეხბურთელი 79-ე წუთზე საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.
28 წლის მოთამაშეს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი. როგორც ჟურნალისტი ადრიანო დელ მონტე წერს, სპინაცოლამ, შესაძლოა, 12 თვემდე ვერ ითამაშოს მიღებული დაზიანების გამო.
ევრო 2020-ზე სპინაცოლა ორჯერ აღიარეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.