„სპეციამ“ ოფიციალურად დაადასტურა - ივა გელაშვილი იტალიური კლუბის მოთამაშეა #1TVSPORT
„სპეციამ“ ოფიციალურად დაადასტურა - ივა გელაშვილი იტალიური კლუბის მოთამაშეა #1TVSPORT

ქართველი მცველი ივა გელაშვილი იტალიური „სპეციას“ მოთამაშე გახდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„სპეციამ“ ფეხბურთელი ბათუმის „დინამოდან“ იჯარით დაიმატა და კლუბს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

2001 წელს დაბადებული, ფიზიკურად ძლიერი და გამოცდილი გელაშვილი იზრდებოდა პრაღის „სპარტას“ ახალგაზრდულ გუნდში. მერე გადავიდა „სპარტა B“- ში, რომელიც თამაშობდა ჩეხეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში. აქ 2021/2022 წლების სეზონში, 20 წლის ასაკში, 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა და შესანიშნავი სეზონის გმირი გახდა. მომდევნო წელს ბათუმის „დინამომ“ დაიმატა და იჯარით „სიონსა“ და „საბურთალოში“ ათამაშა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გელაშვილი 2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი იყო. რუმინეთსა და საქართველოში გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ნამდვილი სიურპრიზი გახდა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მანამდე კი ჯგუფში ისეთ ნაკრებებს აჯობა, როგორებიც არიან: პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია.

ახალგაზრდა ფეხბურთელს პროფესინალურ დონეზე არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის, 14 შეხვედრა 21-წლამდელთა ნაკრებში და გოლიც გაუტანია.