Spazionapoli - ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ თამაშს შეძლებს #1TVSPORT
Spazionapoli - ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ თამაშს შეძლებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიში არაა და საქართველოში ამიტომ დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას spazionapoli ავრცელებს.

„თითქოს „ვერონასთან“ 0:3 წაგება საკმარისი არ იყო, „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიაც დაუშავდა. ქართველს მოედნის დატოვება პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მოუწია, რითიც გუნდს შეტევის ფაზაში მნიშვნელოვანი რგოლი დააკლდა. ამის შემდეგ „ნაპოლი“ აირია, ამიტომ მისი სწრაფი დაბრუნება აუცილებელია.

ფეხბურთელმა ვერონას საავადმყოფოში სიფრთხილის მიზნით ოთხი საათი გაატარა. ქართველს მატჩის დროს დავიდოვიჩთან საჰაერო შეჯახების შემდეგ თავბრუსხვევა დაეწყო. თუმცა გამოკვლევებმა საგანგაშო ვერაფერი გამოავლინა.

ამჟამად ფეხბურთელი შვებულებაშია, რადგან პირველი შვილის მოლოდინშია. სერიოზული ფიზიკური პრობლემების არარსებობა საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს ოქროს მომენტი და შემდეგ მოედანზე დაბრუნდეს.

ამგვარად, ხვიჩა შეეცდება, „ბოლონიასთან“ მატჩში მოედანზე ვიხილოთ. კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ ვერონაში მეორე ტაიმში, ფაქტობრივად, დაიშალა, მკვეთრად შეამცირეს შეტევის სიმწვავე და დაცვაში ყველანაირი შეცდომა დაუშვეს. ქართველი „ვერონასთან“ არ ბრწყინავდა, მაგრამ ალბათ მასზე მცველების უხეშობამ იმოქმედა.

თუმცა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ თამაშს შეძლებს და შეეცდება, თავისი ფეხბურთით გაახაროს „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილი გულშემატკივრები, რომლებიც მისნაირი ფეხბურთელისგან ყოველთვის საუკეთესოს ელიან“, – წერს spazionapoli.