„სპარტაკის“ ქართველ კაპიტანს შეუტიეს - ჯიქია გუნდის ყველაზე ცუდ მოთამაშეებში დაასახელეს
დასრულდა რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ორი მესამედი, პაუზა ორთვენახევარს გაგრძელდება. „ზენიტი” ლიდერია, უკან ცსკა და „სპარტაკი“ მიყვებიან. გამოცემა „ევროფუტბოლმა“ კი მოსკოვის „სპარტაკის“ ხუთი ყველაზე ცუდი მოთამაშე დაასახელა, მათ შორის გუნდის კაპიტანი, რუსეთის ნაკრების მცველი გიორგი ჯიქია მოხვდა.
„რა თქმა უნდა, ნორმალურ პირობებში, ჯიქია „სპარტაკის“ ყველაზე ცუდ მოთამაშეთა შორის არ შედის. გიორგი კაპიტანია, მაგრამ გუნდის დაცვას თავდაჯერებულობას ჟიგო ანიჭებს. სამუელი დაცვის საყრდენია, ვისაც უსმენენ. ფრანგი ამას დამაჯერებელი თამაშით იმსახურებს. ჯიქია ყველაზე ცუდია „სპარტაკის“ დაცვაში ართმევებისა და ჩაჭრების საშუალო რაოდენობის მიხედვით. გარდა ამისა, მსაჯებთან ლაპარაკსაც მოუხშირა, ზოგჯერ მათ საქციელს ისტერიკითაც კი აპროტესტებს. უაზრო ყვითელი ბარათები აქედან გამომდინარეა. ხშირად, ჯიქიას აშკარად წარუმატებელი თამაშებიც გამოერევა – „ურალთან“, „ზენიტთან“ ან რუსეთის ნაკრებში – თურქეთთან და სერბეთთან. გიორგი კარგი დამცველია, მაგრამ პროგრესი აშკარად შეჩერებულია“, – წერს გამოცემა.
ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა გენადი ორლოვმა კი მოსკოვის „სპარტაკს“ მოუწოდა, თუკი პერსპექტივებზე ფიქრობთ, ჯიქია მოიშორეთო.
„გუნდის ხელმძღვანელობამ ახალი გუნდის შექმნა უნდა დაიწყოს, რადგან „სპარტაკისთვის“ გიორგი ჯიქია და სამუელ ჟიგო საუკეთესო მცველები არ არიან. აუცილებელია, რომ ამ ამბებს რეალურად შევხედოთ”, – განაცხადა ორლოვმა რადიო „ზენიტის“ ეთერში.