სპარინგი სანაკრებო პაუზაზე - „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოსთან“ ფრე ითამაშა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზით ქუთაისის „ტორპედომ“ და ეროვნული ლიგის ლიდერმა, ბათუმის „დინამომ“ ისარგებლეს და ამხანაგური მატჩი გამართეს.
შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, შეხვედრაზე მაყურებლის დაშვება ვერ მოხერხდა. ამავე დროს, „ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბის ინტერესების გათვალისწინებით მატჩის პირდაპირი ტრანსლაციაც არ განხორციელდა.
შესაბამისად, გუნდების შემადგენლობები უცნობია, თუმცა, მატჩის ვიდეომიმოხილვიდან ცნობილი გახდა, რომ საგოლე მომენტები ქუთაისის „ტორპედომაც“ შექმნა და ბათუმის „დინამომაც“, მაგრამ კარის აღება ვერც ერთმა ვერ შეძლო და საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება 16 ოქტომბერს განახლდება. ქუთაისის „ტორპედო“ „დინამო არენაზე“ ქართულ კლასიკოში „დინამო თბილისს“ ესტუმრება, ხოლო ბათუმის „დინამო“ ფოთში – ქობულეთის „შუქურას“.