საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ამხანაგურად იტალიას შეხვდება – ინფორმაციას სფფ ავრცელებს. მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 5 დეკემბერს გაიმართება – დასაწყისი 14 საათზე.
მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძე უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც იტალიასთან სათამაშოდ მოემზადებიან:
მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო)
მცველები: ბექა ბუიღლიშვილი, ლუკა ჯაფარიძე (ორივე – ლოკომოტივი), ფირუზ გაბიტაშვილი, ნიკოლოზ გაბელაია (ორივე – დინამო თბ) გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო).
ნახევარმცველები: თამაზ ბაბუნაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბექა დარცმელია (სამივე – დინამო თბ), ცოტნე ფაცაცია (მერანი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), გიორგი ივანიაძე (გაგრა)
თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია, შოთა შეყილაძე (ორივე – ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), თემურ გაბუნია (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი).