სპარინგი გორში - ლოკომოტივმა თამაში შემოატრიალა
სპარინგი გორში - ლოკომოტივმა თამაში შემოატრიალა
სანაკრებო პაუზაზე გორის თენგიზ ბურჯანაზის სახელობის სტადიონზე „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და დამარცხდა.
 
ანგარიში 31-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა გახსნა და ტაიმი გორელებმა 1:0 მოიგეს, თუმცა თბილისელებმა მეორე ტაიმში თამაში გამოასწორეს და დავით ჯიქიამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო გიორგი იაკობიძემ „დილას“ კარი მეორედაც აიღო და „ლოკომოტივმა“ 1:2 მოიგო.
ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და გუნდები ცდილობენ, რომ 10-დღიანი სანაკრებო პაუზის დროს ფორმა შეინარჩუნონ და გადამწყვეტ შეხვედრებს კარგ მდგომარეობაში შეხვდნენ.