ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩს ბათუმის „დინამო“ ისრაელში, ბეერ-შევას „აპოელის“ წინააღმდეგ 27 აგვისტოს ჩაატარებს.
ისრაელში გამგზავრებამდე ბათუმელებმა ანგისას ბაზაზე ამხანაგური მატჩი „თელავთან“ გამართეს და ფრედ, 1:1 დაასრულეს.
ანგარიში 27-ე წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელმა, ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა – ანგარიში მე-60 წუთზე გათანაბრდა, თავი ბათუმელთა ყოფილმა თავდამსხმელმა, იაროსლავ კვასოვმა გამოიჩინა.
დინამო ბათუმი – თელავი 1:1
გოლები: 1:0 ჯოვინო (27), 1:1 კვასოვი (60)
„დინამო“: ალავიძე, მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი, მანჯგალაძე, ტეიდი, ჯიღაური, ვაგნერი, ნიქაბაძე, ჯოვინო.
შეცვლაზე: ლევჩენკო, მელიავა, შერგელაშვილი, გაგოშიძე, ფაცაცია, თევდორაძე, ცინცაძე, გაფრინდაშვილი, ჩალაძე, რეინალდო, დვალიშვილი.