საქართველოს 15 და 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებებმა 27 და 29 ნოემბერს სომეხ თანატოლებთან 2-2 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა ორივე მოიგეს: პირველში მეტოქე 3:0 დაამარცხეს – გოლები ჯიბლაძემ (2), გაგნიძემ და ვაზაგაშვილმა გაიტანეს. გუშინ კი ქართველებმა 1:0 მოიგეს.
ზვიად ჯელაძის 16-წლამდელებმა პირველ დაპირისპირებაში მეტოქეს 1:0 სძლიეს, 29 ნოემბერს კი 0:1 წააგეს.
ამ შეხვედრებით ორივე ნაკრების შეკრება დასრულდა. თუმცა რამდენიმე დღეში 15-წლამდე ნაკრებს გამოცდა საერთაშორისო ტურნირზე ელის. 5-8 დეკემბერს თბილისში ბელარუსის, თურქეთისა და ლიტვის ნაკრებები გვესტუმრებიან.