სპარინგები „შახტართან“ და „როტორთან“ – „ლოკომოტივმა“ შეკრებები დაგეგმა
სპარინგები „შახტართან“ და „როტორთან“ – „ლოკომოტივმა“ შეკრებები დაგეგმა

ცნობილი გახდა მოსამზადებელი ეტაპის გეგმები და სპარინგებში მეტოქეთა ვინაობა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის დაგეგმა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე შეიკრიბა და მზადებას შეუდგა. თბილისური შეკრება, 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და სავარჯიშო პროცესის პარალელურად, „ლოკომოტივი“ სამ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს:

17 იანვარი – ლოკომოტივი vs გარეჯი

24 იანვარი – საბურთალო vs ლოკომოტივი

31 იანვარი – ლოკომოტივი vs ბათუმის დინამო

გუნდი თურქეთის ქალაქ ბელეკში 2 თებერვალს გაემგზავრება, სადაც შეკრება ორი კვირა გაგრძელდება და ხუთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს:

5 თებერვალი – ლოკომოტივი vs შახტარი (დონეცკი, უკრაინა)

9 თებერვალი – ლოკომოტივი vs დესნა (უკრაინა)

10 თებერვალი – ლოკომოტივი vs როტორი (რუსეთი)

12 თებერვალი – ლოკომოტივი vs უფა (რუსეთი)

16 თებერვალი – ლოკომოტივი vs ტორპედო (ჟოდინო, ბელარუსი)

„ლოკომოტივი“ თბილისში 17 თებერვალს დაბრუნდება და ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილ დღეებში თბილისში ივარჯიშებს.