სპალეტის ქველმოქმედება - „ნაპოლის“ მწვრთნელმა პრესტიჟული ჯილდო მიიღო, თანხა კი ბავშვთა თავშესაფარს გადაურიცხა #1TVSPORT
სპალეტის ქველმოქმედება - „ნაპოლის“ მწვრთნელმა პრესტიჟული ჯილდო მიიღო, თანხა კი ბავშვთა თავშესაფარს გადაურიცხა #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ენცო ბეარძოტის სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული 2011 წლიდან იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემა, 2023 წელს კი ტოსკანელმა სპეციალისტმა მისი პირველად მოგება მოახერხა.

ჯილდოსთან ერთად სპალეტიმ 5000 ევროც მიიღო, რომელიც მთლიანად ბავშვთა თავშესაფარში გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას news.italy24.press-ი ავრცელებს.

„როდესაც ამ გუნდსა და მის ქომაგებს უყურებ, შთაგონებით ივსები. ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ფეხბურთელებთან კონკრეტული შეთანხმება მაქვს. ვნახოთ, ვიზეიმებთ თუ არა ერთად დიდ გამარჯვებას“, – განაცხადა სპალეტიმ დაჯილდოებისას.

ამ მომენტისთვის ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. „პარტენოპეის“ 27 ტურის შემდეგ 71 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 19 ქულით უსწრებს. სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდი „მილანს“ დაუპირისპირდება.