სპალეტის ინციდენტი ფლორენციაში - აქ მუდმივად შეურაცხყოფა მესმის, უხეში ფანები არიან #1TVSPORT
სპალეტის ინციდენტი ფლორენციაში - აქ მუდმივად შეურაცხყოფა მესმის, უხეში ფანები არიან #1TVSPORT

ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა – ინფორმაციას „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

„ფლორენციის სტადიონზე, „არეტმიო ფრანკიზე“ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი პირველ რიგებში მაყურებელს მიუახლოვდა და სტიუარდის ჩარევის მიუხედავად, გულშემატკივართან იჩხუბა“, – წერს გამოცემა.

„ნაპოლის“ დამრიგებელმა მატჩის შემდეგ ამ ინციდენტზეც ისაუბრა და განაცხდა, რომ „არტემიო ფრანკიზე“ მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ.

„ყოველ ჯერზე, როცა აქ ვთამაშობ, ერთი და იგივე ხდება. ფლორენციის ფანობა წარმოუდგენლად უხეშია. მათ გვერდით ბავშვები და ქალები ჰყავდათ და ამის მიუხედავად მაინც მლანძღავდნენ – მთელი მატჩი მესმოდა გინება. აქ ყოველთვის იყვნენ მსგავსი „პროფესიონალები“, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, შეურაცხყოფა მოგაყენონ“, – ამბობს სპალეტი.

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მუდმივ შეურაცხყოფაზე გაბრაზდა ვიკტორ ოსინემიც. ამის შესახებ „გაძეტა დელო სპორტიც“ წერს.

„ფინალური სასტვენის შემდეგ გაბრაზება ასევე მიმართული იყო ვიქტორ ოსიმენისკენ, რომელიც თითქოს აშკარა ჟესტებით რამდენიმე გულშემატკივარს მატჩის შემდეგ სტადიონის გარეთ იწვევდა. მაგრამ ამ შემთხვევაში, თანაგუნდელებმა ნიგერიელი ფლორენციელ გულშემატკივრებს განარიდეს, რათა მეტი უსიამოვნება აეცილებინათ“.