იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში საფრანგეთთან წაგებული (1:3) მატჩი შეაფასა.
ლუჩანო სპალეტი: „ყველაფერი უფრო მშვიდად შეიძლებოდა განვითარებულიყო, მაგრამ გოლი კუთხურის გათამაშებისთანავე გავუშვით.
თანაბარი თამაში იყო, ვგრძობდით, რომ მატჩის შემოტრიალებაც შეგვეძლო, მაგრამ მეორე გოლიც სტანდარტულიდან გავუშვით. ამის შემდეგ საფრანგეთი ჩაიკეტა და თავისუფალი სივრცეების მოძებნა ძალიან რთული გახდა. ჩვენი მთავარი პრობლემა კი ბურთის ფლობა იყო“.
საფრანგეთის ნაკრებმა 13 ქულა მოაგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, გაასწრო რა იტალიას დამატებითი მაჩვენებლებით.