სპალეტიმ რაჰმანის შემცვლელი აირჩია - კვარაცხელია „ნაპოლის“ სავარაუდო შემადგენობაშია #1TVSPORT
დღეს საღამოს „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეოთხე ტურში „აიაქსს“ დაუპირისპირდება. იტალიური გამოცემა Areanapoli-ს ცნობით, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შემადგენლობა უკვე შეარჩია და ხვიჩა კვარაცხელია მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებს.
„ლუჩანო სპალეტიმ შემადგენლობა უკვე შეარჩია. იგივე სახელწოდებით ალექს მერეტი რჩება კარში, დაცვაში, ტრავმირებული რაჰმანის ნაცვლად, აირჩია ბრაზილიელი ხუან ჟესუსი, რომელმაც ოსტიგარდის კანდიდატურა დაჩრდილა. ტრავმირებული კოსოვოელი ფეხბურთელის ნაცვლად, „რომას“ და „ინტერის“ ყოფილი მოთამაშე კორეელ კიმთან ერთად ითამაშებს.
Sky Sport-ის ცნობით, მარცხენა ფლანგზე მატიას ოლივერა პორტუგალიელი მარიო რუის ადგილს დაიკავებს. ლუჩანო სპალეტი არ შეცვლის ანგისას, ლობოტკასა და ზელინსკის მიერ ჩამოყალიბებული ნახევარდაცვის ტრიოს. შეტევაში ლოზანოსთან პოლიტანო აუტსაიდერია; ცენტრში რასპადორი იქნება და არა სიმეონე, ხოლო კვარცხელია მარცხნიდან ითამაშებს“, – წერს იტალიური გამოცემა.
„ნაპოლის“ სავარაუდო შემადგენლობა:
„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; ლორენცო, კიმი, ხუან ჟესუსი, ოლივერა; ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი; ლოზანო, რასპადორი, კვარაცხელია.