„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტისთან შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრებს ესაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, – ამის შესახებ ინფორმაცია Sky Market-ის ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.
მისი ცნობით, აურელიო დე ლაურენტისმა და ლუჩანო სპალეტიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და „ნაპოლის“ გაძლიერების გეგმები განიხილეს. რაც მთავარია, სპალეტის კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივეს, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ოფციონის გამოყენებით.
თუმცა, დე ლაურენტისმა და მწვრთნელმა გადაწყვიტეს, საბოლოო შეთანხმება სეზონის შემდეგ გააფორმონ და ერთად მოიფიქრონ სამომავალო გგემები. არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, გუნდში მკვეთრი ცვლილებები და ლიდერების გადინება მოსალოდნელი არ არის, რადგან მწვრთნელი მომავალ სეზონშიც „ნაპოლის“ სათავეში დარჩება.
სპალეტიმ გაითვალისწინა, რომ აურელიო დე ლაურენტისის სახლთან ჟურნალისტები შეიკრიბებოდნენ. „ნაპოლის“ მწვრთნელი ჟურნალისტებმა უცნაურ ფორმაში ნახეს – სპალეტის ნიღაბი ეკეთა და მედიის წარმომადგენლებს უთხრა: „შეცდომაში შეგიყვანთ“. ჯერჯერობით უცნობია, ეს ფრაზა ეხებოდა კლუბის პრეზიდენტთან საუბარს თუ იმ ვითარებას, რომელშიც თავად სპალეტი იმყოფება.