სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - იმიტომ დავიმატეთ, რომ დიდი თვისებები აქვს #1TVSPORT
სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - იმიტომ დავიმატეთ, რომ დიდი თვისებები აქვს #1TVSPORT

ჟირონასთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას სასარგებლო და საჭირო ფეხბურთელი უწოდა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან თამაში კარგად დავიწყეთ. ჩვენ კარგად გავაკონტროლეთ ბურთი, მაგრამ შესვენების შემდეგ ის არ გამოგვდიოდა, რისი გაკეთებაც ვიცით. როცა ბურთს კარგად არ ართმევ, ოპონენტის კონტრშეტევების საფრთხე იქმნება, მეტოქეს მისდევ და შესაბამისად კარგავ ენერგიას. ასე არ ხდება, თუ ბურთი კარგად მოძრაობს, შესაბამისად მეტი ენერგია გრჩება. ამიტომ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ”, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

„ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თამაშის გაკეთება და რთული მდგომარეობიდან გამოსვლა. ხვიჩას დიდი თვისებები აქვს. ამიტომაც დავიმატეთ, რადგან ვიცოდით, ასეთი სტილის მოთამაშე რომ არის“.

„ნაპოლი“ იტალიის სერია „ა“-ს პირველი ტურის მატჩშ 15 აგვისტოს „ვერონასთან“ გამართავს. სპალეტიმ კომენტარი ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა: „ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ფიზიკური მომზადების დონე. „ჟირონასთანმაღარლ დონეზე მოძრაობა 65 წუთის თამაში მოვახერხეთ, შემდგე კი გაგვიჭირდა. ასეთ დროს ხუთი შეცვლა დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ ამ კუთხით უკეთესი მომზადება აუცილებლად დაგვჭირდება“.