სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა - ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გაიაროს #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, თუ რომელ პოზიციებზე უნდა გაუმჯობესდეს „ნაპოლი“ და „ლაციოსთან“ მოახლოებულ შეხვედრამდე გუნდის მზადებასადა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.
„ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი, უფრო სწრაფად ამოვიცნოთ, სადაა სივრცე გახსნილი, გადავიტანოთ ბურთი უფრო სწრაფად და ნაკლები შეხებით“, – განაცხადა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.
კვიჩა კვარაცხელიამ პირველი ორ თამაში სამი გოლით დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ მცირე ჩავარდნა აქვს, ჯაკომო რასპადორი და ტანგი ნდომბელე სადებიუტო მატჩების შემდეგ კი იმედგაცრუებულნი დარჩნენ. სპალეტიმ კომენტარი ამაზეც გააკეთა:
„ისინი ჯერ კიდევ კარგად არ იცნობენ ერთმანეთს, ეს ნორმალური პროცესია, რომელიც უნდა გავიაროთ. ვარჯიშზე ბურთს სწრაფად ვამოძრავებთ, მთავარია ეს ოფიციალურ თამაშებზე შევძლოთ და მოწინააღმდეგის წნეხის დასაძლევად სწორი გზა ვიპოვოთ. ჩემი ამოცანაა, გუნდი კარგად ვავარჯიშო და ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც მოეწონებათ დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანებს, როგორებიც არიან „ნაპოლის“ გულშემატკივრები, მაგრამ თუ ეს არის ფორმულა მოგება ან სიკვდილი და თუ არ მოიგე, მაშინ წარუმატებელი ხარ, მე ეს იდეა არ მომწონს“.
„ნაპოლის“ მწვრთნელი კვარაცხელიას თემას კიდევ ერთხელ შეეხო:
„კვარაცხელიას აღმასვლა-დაღმასვლას რაც შეხება, ეს ნორმალური პროცესია და მოწინააღმდეგის სიძლიერეზეც არის დამოკიდებული და კონკრეტულ მომენტში მოთამაშის მდგომარეობაზეც. კვარა არის სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი და სხვა გარემოსაა მიჩვეული. ყოველთვის საჭიროა ადაპტაცია და ჩვენს ფეხბურთთან შეგუება. შესაძლოა, შესაგუებლად დიდ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ ეს ის პერიოდია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს“.