სოზარ სუბარი - გუშინ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან გამოჩნდა, რომ გაცილებით კონსტრუქციულები არიან, ვიდრე მანამდე იყვნენ
სოზარ სუბარი - გუშინ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან გამოჩნდა, რომ გაცილებით კონსტრუქციულები არიან, ვიდრე მანამდე იყვნენ

დღეს შეხვედრები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ კონსენსუსი შედგება, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, გუშინ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან გამოჩნდა, რომ ისინი გაცილებით კონსტრუქციულები არიან, ვიდრე მანამდე იყვნენ.

ამასთან, სუბარმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რა დათმობაზე უნდა წავიდეს ორივე მხარე.

„დაველოდოთ, ჯერჯერობით ნუ ვილაპარაკებთ. ჩვენი პოზიცია ცნობილია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მყარი. სხვათა შორის, თავის დროზე რომ ოპოზიციას მანდატები არ შევუწყვიტეთ, ჩვენი კონსტრუქციულობის ძალიან მკაფიო მაგალითი იყო. მანდატები რომ შეგვეწყვიტა, დღეს არანაირი დიალოგი და მოლაპარაკება არ იქნებოდა. ვერანაირი ევროკავშირის შუამავლობა ვერ შედგებოდა. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამოხატულება იყო ის, რომ თავის დროზე მანდატები არ შევუწყვიტეთ და ღიად დავტოვეთ კარი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.