სოსო მათიაშვილის ლელო და სამი გარდასახვა "რუანის" წინააღგმდეგ
სოსო მათიაშვილის ლელო და სამი გარდასახვა "რუანის" წინააღგმდეგ

რუსული კლუბი “კრასნი იარი”, რომელიც მომდევნო შეხვედრაში 13 იანვარს, “ჩელენჯ თასის” ფარგლებში, “ლონდონ აირიშს” დაუპირისპირდება, მოსამზადებელ ეტაპს ატარებს.

მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილში კლუბი ფრანგულ “რუანს” დაუპირისპირდა და შეხვედრა 26:40 დათმო.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა ბორჯღალოსან სოსო მათიაშვილს, რომელიც “კრასნი იარის” მეოთხე ქართველი მორაგბეა. მასთან ერთად გუნდში გიორგი ფრუიძე, მიხეილ წიკლაური და ლაშა მალაღურაძე ირიცხებიან.

“კრასნი იარის” მხრიდან ლელოები მათიაშვილმა, გალინოვსკიმ, ლატუმ და დოროფეევმა დადეს. სოსომ ოთხიდან სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

“კრასნი იარი” შეტევაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა დაცვაში ძალიან გაუჭირდათ და ექვსი ლელო გაუშვეს.