„სოსიედადმა“ 34-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის თასი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
08:08, 04.04.2021
„რეალ სოსიედადი“ 2019-20 წლების სეზონის ესპანეთის თასის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალი კორონავირუსის პანდემიის გამო ერთწლიანი დაგვიანებით გაიმართა.
„სოსიედადისა“ და „ბილბაოს“ შეხვედრას სევილიას ოლიმპიურმა სტადიონმა უმასპინძლა. მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 63-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალის პენალტმა გამარჯვება „სოსიედადს“ მოუტანა.
„რეალ სოსიედადისთვის“ საკლუბო ისტორიაში ეს არის მესამე გამარჯვება ესპანეთის თასზე. წინა ორი ტრიუმფი 1909 და 1987 წლებში იყო.
აღსანიშნავია, რომ „ბილბაოს“ ორ კვირაში ექნება ესპანეთის თასის კიდევ ერთხელ მოგების შანსი. 17 აპრილს, ბასკური კლუბი 2020-21 წლების სეზონის ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.