სომხური მედია - საბურთალოს მატჩის ტრანსლირებაზე უარი სომხურმა მხარემ განაცხადა
სომხური მედია - საბურთალოს მატჩის ტრანსლირებაზე უარი სომხურმა მხარემ განაცხადა

„საბურთალო“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „არარატ არმენიასთან“ მატჩს ხვალ, 6 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს.

სომხური გამოცემა ArmFootball.com-ის ცნობით, მატჩის ტრანსლირებაზე უარი სომხურმა მხარემ განაცხადა.

„ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას „არარატ-არმენიასა“ და ქართულ „საბურთალოს“ შორის სომხური ტელევიზია რესპუბლიკური სტადიონიდან არ გადასცემს. მატჩის არჩვენების მიზეზი უცნობია. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ისინი ტრანსლირების ორგანიზებას ყველანაირად ცდილობდნენ, მაგრამ სომხურმა მხარემ მატჩის გადაცემაზე უარი თქვა. სტუმრები მზად იყვნენ, ტრანსლაცია საკუთარი ძალებით გაეკეთებინათ, მაგრამ ეს უეფა-ს მიერ აკრძალულია“, – წერს ArmFootball.com-ი.