სომხური გამოცემა - უეფა „ყარაბაღის“ წარმომადგენლის საქმეს განიხილავს
სომხური გამოცემა „ნიუს.არმენიას“ ცნობით, უეფა-მ გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანულ კლუბ „ყარაბაღის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნურლან იბრაჰიმოვის გამონათქვამის გამო, რომელმაც მათი მტკიცებით, სოციალურ ქსელში გაავრცელა მოწოდება, რომ ყველა სომეხი მოეკლათ.
„გამოძიება ჩატარდება უეფა-ს სადისციპლინო დებულების 31.4 მუხლის შესაბამისად. უეფა-ს პრესსამსახურის ცნობით, ამ გამოძიების შესახებ ინფორმაცია მალე გავრცელდება“, – ამტკიცებს „ნიუს არმენია“.
მანამდე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს მიმართა მოთხოვნით, რომ გუნდის წარმომადგენლის ამ საქციელის გამო „ყარაბაღი“ ევროპის ლიგის გათამაშებიდან მოეკვეთა.