სომხიშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT
სომხიშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი გამოვა საასპარეზოდ, რომელთაგან სოფიო სომხიშვილი (+78კგ) უკვე პირველივე დაპირისპირებაში ნიდერლანდელ მარიტ კამპსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ლუკა მაისურაძე პირველ შეხვედრაში ესტონელი კლენ კრისტოფერ კალიულაიდის დაუპირისპირდება. ვარლამ ლიპარტელიანი მე-2 რაუნდში დანიელი მატიას მადსენისა და გერმანელი კარლ-რიხარდ ფრაის წყვილში გამარჯვებულთან იჭიდავებს, ხოლო ილია სულამანიძე აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვისა და ფრანგი სედრიკ ოლივარის წყვილში საუკეთესოს შეხვდება.

მძიმეწონოსნებში ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტად გურამ თუშიშვილი მიიჩნევა. ქართველი მე-2 წრეში გერმანელ ლოსენი კონეს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა. ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.