ამერიკის შეერთებულ შტატებში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს შვიდგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი იური ვარდანიანი.
სომეხი ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონი 1980 წელს, მოსკოვში გახდა. მას 82-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ხუთჯერ ჰქონდა დამყარებული მსოფლიოს რეკორდი და პირველმა საშუალოწონოსნებს შორის, ორი დისციპლინის ჯამში 400 კილოგრამი ასწია.
1985 წელს, იური ვარდანიანმა ბოლოჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ამის შემდეგ, კონცენტრაცია მოახდინა პოლიტიკურ კარიერაზე. 1991-2009 წლებში ცხოვრობდა აშშ-ში, სადაც სამწვრთნელო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. კერძოდ, ავარჯიშებდა თავის ვაჟს, ძალოსნობაში ამერიკის ჩემპიონს, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეს კორაირ ვარდანიანს.
2009 წელს, დაბრუნდა სომხეთში, იყო პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მრჩეველი. 2013-14 წებში მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების მინისტრად. 2014 წლის ივნისში დაინიშნა საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.