სომხეთის ნაკრებს იტალიელი სპეციალისტი ჯანი დე ბიაზი გაწვრთნის. 62 წლის სპეციალისტს იტალიურ და ესპანურ კლუბებში უმუშავია, სანაკრებო დონეზე კი ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, რომელიც ამ გუნდის არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. ეს 2016 წელს მოხდა.
ალბანეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, დე ბიაზი „ალავესს“ ავარჯიშებდა, თუმცა ამ ესპანური კლუბიდან ცუდი შედეგების გამო გაუშვეს.
სომხეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს: პირველ ტურში ლიხტენშტაინს შინ მოუგო (2:1), მეორე ტურში კი გასვლაზე დამარცხდა მაკედონიასთან (0:2).