სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია იუბილეს საქართველოსთან მატჩით აღნიშნავს #1TVSPORT
საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მიიწვიეს ერევანში, სადაც სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე 16 ივნისს გაიმართება მატჩი, რომელშიც საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ლეგენდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და ტელესკოლის პირდაპირ ეთერში იხილავთ.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი დავით მუჯირი იქნება, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დაეხმარება. შემადგენლობაში არიან მეკარე ნუკრი რევიშვილი, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გოჩა ჯამარაული, ჯანო ანანიძე, გიორგი დემეტრაძე, ოთარ მარცვალაძე…
სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც კარიერა ახალი დასრულებული აქვს – მოთამაშე-მწვრთნელი მეკარე რომან ბერეზოვსკია, ასევე ითამაშებენ მარკოს პიცელი, იურა მოვსისიანი, ედგარ მანუჩარიანი, რობერტ არზუმანიანი, კარლენ მკრტჩიანი, გევორგ კასპაროვი, არტურ ედიგარიანი…
იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქვეყანას ესტუმრნენ ფიფა-ს და უეფა-ს პრეზიდენტები, ჯანი ინფანტინო და ალექსანდრ ჩეფერინი.