სოლტ-ლეიკ-სიტიმ 2034 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა #1TVSPORT
იუტას შტატის მთავრობამ ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში 2034 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ პრესას აცნობა რეგიონის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა.
„ეს ოფიციალური ინფორმაციაა – ახლახან შევიტანეთ განაცხადი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 2034 წლის ზამთრის ოლიმპიადისა და პარალიმპიადის ჩატარებაზე. მადლობა ყველას, ვინც მონდომებით იმუშავა ამის მისაღწევად. იუტა სპორტული შტატია და მოუთმენლად ველოდებით აქ ოლიმპიადის დაბრუნებას“, – განაცხადა კოქსმა.
სოლტ-ლეიკ-სიტი 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იყო.
2030 და 2034 წლის ზამთრის ოლიმპიადების მასპინძელი ქალაქების არჩევა პარიზის ოლიმპიადის წინ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მოხდება.